21 აპრილს, ახალქალაქის ცენტრალურ სტადიონზე, ერთმანეთს ახალქალაქის „აბული“ და გორის „გორი-2“ დაუპირისპირდნენ. „აბულმა“ მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

გოლები გაიტანეს ლუკა ბერიანიძემ და რაფაელ დარბინიანმა (2).

ეს გახლდათ საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატის რეგიონული ლიგის მე-5 ტურის შეხვედრა.

ახალქალაქის სასპორტო სკოლა მოუწოდებს გულშემატკივრებს, იყვნენ აქტიურები და მხარი დაუჭირონ თავიანთ გუნდს.