16-დან 19 აპრილის ჩათვლით, ახალციხეში კრივის ღია მუნიციპალური ჩემპიონატი მიმდინარეობდა, რომელშიც მონაწილეობას 18 ქალაქისა და მუნიციპალიტეტის მოკრივეები იღებდნენ. ახალქალაქელმა მოკრივეებმა გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს, ინდივიდუალურ ორთაბრძოლებში კი ჯამში 18 მედალი მოიპოვეს.

პირველობაზე 4 დღის განმავლობაში ერთმანეთს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული 180 სპორტსმენი ეჯიბრებოდა. ახალქალაქიდან ტურნირზე 20 სპორტსმენი გაემგზავრა, მათგან 18-მა საპრიზო ადგილი დაიკავა: 8 ოქროს, 5 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი.

ახალქალაქელი სპორტსმენების საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

მწვრთნელი: ატომ ელიზბარიანი
I ადგილი – ხორენ ზაქარიანი (34 კგ)

I ადგილი – სერგეი ზაქარიანი (36 კგ)

II ადგილი – ვანო თოფალიანი (34 კგ)

III ადგილი – ერა შაროიანი (52 კგ)

III ადგილი – ხაჩატურ კრიკიანი (48 კგ)

მწვრთნელი: გაგიკ ელიზბარიანი
I ადგილი – მხითარ დუმანიანი (38 კგ)

I ადგილი – ჰარუთიუნ ხრიკიანი (42 კგ)

I ადგილი – ნოდარ ოგანჯანიანი (48 კგ)

I ადგილი – პოღოს ჩეჩელიანი (57 კგ)

II ადგილი – ლევონ ხაჩატრიანი (48 კგ)

III ადგილი – ვლადიმერ ოქროიანი (32 კგ)

მწვრთნელი: ვენედიკ ყაზარიანი
I ადგილი – რუბენ ყაზარიანი (58 კგ)

I ადგილი – სერგეი ფოირაზიანი (46 კგ)

II ადგილი – კლიმენტ კოსიანი (42 კგ)

II ადგილი – ტიგრან მოვსესიანი (58 კგ)

III ადგილი – ლორიკ ბახნიკიანი (50 კგ)

III ადგილი – გალუსტ თამამიანი (34 კგ)

მწვრთნელი: არტურ ელიზბარიანი
II ადგილი – სლავიკ აკობიანი (36 კგ)

შენიშვნა: მასალა ეყრდნობა მწვრთნელ გაგიკ ელიზბარიანის მიერ მოწოდებულ მონაცემებს.