„აბული“ სეზონის პირველ მატჩს საკუთარ მოედანზე გამართავს

„აბული“ სეზონის პირველ მატჩს საკუთარ მოედანზე გამართავს

ხვალ, 21 აპრილს, ახალქალაქის ცენტრალურ სტადიონზე საფეხბურთო გუნდებს — ახალქალაქის „აბულსა“ და გორის „გორი-2“-ს შორის მატჩი გაიმართება. თამაში 15:00 საათზე დაიწყება.

შეხვედრა საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატის რეგიონული ლიგის მე-5 ტურის ფარგლებში ჩატარდება.

ახალქალაქის სასპორტო სკოლა გულშემატკივრებს აქტიურობისკენ და საკუთარი გუნდის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

თეგები: სპორტი
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე