ახალქალაქში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა

ახალქალაქში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა

დღეს, 14 აპრილს, დედაენის დღის აღსანიშნავად, ახალქალაქის მომავლის სახლში ქართული კალიგრაფიის კონკურსი გაიმართა.

კონკურსი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებულმა ახალგაზრდულმა კავშირმა, თავმჯდომარე თამარ მიქელაძესთან ერთად მოაწყო.

ღონისძიებაში 9 მონაწილე იღებდა მონაწილეობას: სოფლების, ზაკისა და ჩუნჩხის სკოლების მოსწავლეები, ასევე ახალქალაქის №3 ქართული და №4 სომხური სკოლების მოსწავლეები. მონაწილეებს 30 წუთის განმავლობაში მცირე მოცულობის ქართული ტექსტი ლამაზად უნდა გადაეწერათ.

ნამუშევრები შეაფასა კომისიამ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ: მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ოლიკო მელიქიძე, სამსახურის თანამშრომლები, მომავლის სახლის დირექტორი სატენიკ მაიტესიანი და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალქალაქის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის სპეციალისტი რამაზ გოგოლაძე.

კონკურსის შედეგების მიხედვით:

პირველი ადგილი დაიკავა სოფელ ჩუნჩხის მოსწავლემ, ხატია გელიძემ;

მეორე ადგილი — სოფელ ზაკის მოსწავლემ, წაღიკ ოგანესიანმა;

მესამე ადგილი — ახალქალაქის ქართული სკოლის მოსწავლემ, ნინო ინასარიძემ.

გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ მედლებითა და სამახსოვრო საჩუქრებით.

თეგები: განათლება
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე