
ფაშიზმზე გამარჯვების დღე საქართველოში 9 მაისს აღინიშნება. ქვეყანაში ეს მემორიალური და დასვენების დღეა, რომელსაც აქვს სახალხო დღესასწაულის სტატუსი.
მეორე მსოფლიო ომი ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე მასშტაბური და სისხლიანი კონფლიქტი. ომი 1941 წლიდან 1945 წლამდე გაგრძელდა. ბრძოლები 40 ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.
ახალქალაქელი ისტორიკოსისა და მწერლის, მკრტიჩ ქოიანის მონაცემებით, მეორე მსოფლიო ომში ახალქალაქიდან დაახლოებით 18 000 ადამიანი მონაწილეობდა, რომელთაგან ნახევარზე მეტი დაიღუპა. მთლიანობაში კი, საბჭოთა საქართველომ საომარ მოქმედებებში თითქმის 700 000 ოფიცერი და ჯარისკაცი გაგზავნა (მობილიზებული 3,2–3,4 მილიონი მოქალაქის დაახლოებით 20%), საიდანაც დაახლოებით 300 000 დაიღუპა. საქართველოს 137 მოქალაქეს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა.
2021 წლის სექტემბერში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოში მეორე მსოფლიო ომის უკანასკნელი ვეტერანი, აშოტ ალაგულიანი გარდაიცვალა.