დღეს სიქსტის კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამურიდან შავი კვამლი გამოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კარდინალებმა რომის პაპის არჩევა ვერ შეძლეს. კონკლავი ხვალ გაგრძელდება.

კათოლიკური ეკლესიის ლიდერის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ 80 წლამდე ასაკის 135 კარდინალს, რომლებიც ეკლესიის უმაღლესი რანგის ეპისკოპოსები არიან.

კათოლიკური ეკლესიის 12 წლის განმავლობაში მმართველი არგენტინელი პაპი ფრანცისკე 21 აპრილს გარდაიცვალა. მომავალი პაპის შესაძლო კანდიდატებს შორის სახელდება ფილიპინელი კარდინალი ლუის ანტონიო ტაგლე, იტალიელი პიეტრო პაროლინი და განელი პიტერ ტურკსონი.