
როგორც გლობალურად, ისე საქართველოში ღვინის მოხმარება მცირდება. ამის შესახებ ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების სექტორის კვლევაშია აღნიშნული.
უფრო კონკრეტულად, მონაცემების მიხედვით, 2023 წელს საქართველოში მოხმარებული ღვინის მოცულობამ 936 000 ჰექტოლიტრი ანუ 93 600 000 ლიტრი შეადგინა, რაც ბოლო 5 წელში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
კვლევის მიხედვით, ბოლო წლებში საქართველოში მოხმარებული ღვინის მოცულობები ასე გამოიყურება:
ამასთან, მონაცემების თანახმად, 2023 წელს საქართველოში მოხმარებული ღვინის მოცულობა, გლობალური მოხმარების 0.43%-ს შეადგენს. შედარებისთვის, იტალიის მოხმარების წილი, გლობალურ მაჩვენებელში 10%-ია, საფრანგეთის – 11%, ხოლო აშშ-ს – 15%.
გარდა ამისა, კვლევაში აღნიშნულია, რომ 2023 წელს მსოფლიომ 229 მლნ ჰექტოლიტრი ღვინო მოიხმარა, 2022 წელს – 234 მლნ ჰექტოლიტრი, 2021 წელს – 231 მლნ ჰექტოლიტრი და ა.შ.
ინფორმაცია- bpn.ge– გან