საღამოს ახალქალაქის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა. ქალაქში დაზიანებულია ელექტრო კაბელი, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ამინდის პირობები ხელს უშლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

Jnews-ს „ენერგო პრო ჯორჯიის” ახალქალაქის სერვისცენტრიდან აცნობეს, რომ აღდგენითი სამუშაოები გრძელდება, თუმცა ელექტრომომარაგების აღდგენის ზუსტ ვადებს ვერ ასახელებენ. კომპანიის თანამშრომლები ცდილობენ ავარიის აღმოფხვრას, თუმცა შესაძლებელია, რომ დღეს ელექტრომომარაგება არ აღდგეს.