2025 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტი 5 008 537 ლარის ოდენობით სოფლის გზების 6 მონაკვეთის რეაბილიტაციას დააფინანსებს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სოფლის გზების რეაბილიტაცია რამდენიმე წელია გრძელდება. მუნიციპალური გზების რეაბილიტაცია ხდება არა მხოლოდ ადგილობრივი ბიუჯეტიდან, არამედ სხვადასხვა ფონდებიდან.
მომავალ წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება შემდეგი გზების რეაბილიტაცია:
- სოფელ კიროვაკანის გზა – 650 000 ლარით
- სოფელ ტურცხის გზა – 500 000 ლარით
- ბურნაშეთი- აზავრეთის გზის მონაკვეთი – 1 582 626 ლარით
- სოფელ იხტილას შიდასასოფლო გზის რეაბილიტაცია – 575 911 ლარით
- სოფელ ოლავერდის გზა – 1 000 000 ლარით
- გომანი-ბალხი-ბუღაშენის გზების რეაბილიტაცია – 700 000 ლარით.
ამ სამუშაოების საპროექტო-სააღრიცხვო დოკუმენტაცია მზად არის. პროექტები ან 2025 წელს განხორციელდება, ან მრავალწლიანი იქნება.