ჯავახეთის მეწარმეების თანადაფინანსების კონკურსი დაიწყო

ჯავახეთის მეწარმეების თანადაფინანსების კონკურსი დაიწყო

დღეიდან მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამაში მონაწილეობისთვის განცხადებების მიღება იწყება. გამარჯვებული მონაწილეები მიიღებენ 50 ან 60%-იან დაფინანსებას.

პროგრამის მიზანი და ამოცანა

  • პროგრამის მიზანია, თანადაფინანსების გზით, ხელი შეუწყოს მაღალმთიან დასახლებებში კერძო სექტორის განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მოახდინოს ახალგაზრდა მეწარმეებისა და ეკონომიკური აქტივობის ზრდის სტიმულირება.
  • პროგრამის ამოცანაა მაღალმთიან დასახლებებში, როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე არასასოფლო-სამეურნეო მიმართულებების მდგრადი განვითარება და ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიკაცია.

სააგენტოს თანადაფინანსება ერთ პოტენციურ ბენეფიციარზე შეადგენს არანაკლებ 30 000 ლარს და არაუმეტეს 100 000 ლარს, მაგრამ არაუმეტეს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 50%-ს, ხოლო პოტენციური ბენეფიციარი ინდივიდუალური მეწარმისთვის, რომლის ასაკი სააგენტოში
განაცხადის წარდგენის მომენტისათვის შეადგენს 18-იდან 35 წლის ჩათვლით მამაკაცების შემთხვევაში, ხოლო 18-იდან 40 წლის ჩათვლით ქალების შემთხვევაში, ასევე სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივებისათვის – არანაკლებ 30 000 ლარს და არაუმეტეს 100 000 ლარს, მაგრამ არაუმეტეს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 60%-ს.

პროგრამის განმახორციელებელია სოფლის განვითარების სააგენტო.

პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

პროგრამაში განაცხადების მიღება დაიწყება 2024 წლის 9 ოქტომბრის 12:00 საათიდან. პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.

სააგენტოს თანადაფინანსება გაიცემა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბენეფიციარი დაადასტურებს პროგრამით გათვალისწინებული მიზნობრიობის სრულად შესრულებას.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის ხილვა შესაძლებელია ბმულზე.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე