მიმდინარე წლის 1 იანვრიდან ქვეყანაში ელექტროენერგიის ტარიფი ყველა აბონენტისთვის კილოვატზე სამი თეთრით შემცირდა. რაც შეეხება სუბსიდიას, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონში ცვლილებები არ დაფიქსირებულა.
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად (სოციალური შეღავათები მაღალმთიან დასახლებებში):
დ) მაღალმთიან რაიონში აბონენტის (ეკონომიკური მომხმარებლის) მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური გადასახადის 50% ანაზღაურდება, მაგრამ არაუმეტეს 100 კვტ/სთ მოხმარებული ელექტროენერგიის.
ანუ, თუ აბონენტმა მოიხმარა 200 კვტ/სთ-მდე ელექტროენერგია, ის მიიღებს 50%-იან კომპენსაციას. თუ აბონენტმა დახარჯა 200 კვტ/სთ-ზე მეტი, ის 100 კვტ/სთ სუბსიდიას მიიღებს.
ელექტროენერგიის ტარიფი შემცირდა როგორც ქალაქ თბილისში, ასევე მუნიციპალიტეტებში.
ტარიფები მუნიციპალიტეტებში:
- მოხმარება 101 კვტ-მდე: 14,731 თეთრი კილოვატზე,
- 301 კილოვატამდე: 15,707 თეთრი კილოვატზე,
- 301 კილოვატზე მეტი: 23,227 თეთრი კილოვატზე;
- კომერციული მომხმარებლისთვის ტარიფი კილოვატზე 29.646-დან 26.646 თეთრამდე შემცირდა (დღგ-ს ჩათვლით).
1 იანვრიდან თბილისში მოქმედებს შემდეგი ტარიფები:
- 101 კვტ-მდე მოხმარებისთვის: 15 თეთრი კილოვატზე,
- 301 კვტ-მდე: 19 თეთრი კილოვატზე,
- 301 კვტ-ზე მეტი: 23,5 თეთრი კილოვატზე.