უფასო პრეპარატები ეკუთვნით მათ, ვისაც…

უფასო პრეპარატები ეკუთვნით მათ, ვისაც…

ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით კვალიფიცირებული მოქალაქეები მთელი წლის განმავლობაში ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ სრულად დაფინანსებულ მედიკამენტებს მიიღებენ.

პროგრამა მოიცავს მედიკამენტების დაფინანსებას შემდეგი ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ:

    • გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები,
    • ფილტვების ქრონიკული დაავადებები
    • ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებები,
    • დიაბეტის მე-2 ტიპი
    • პარკინსონის დაავადება
    • ეპილეფსია

წლის განმავლობაში საჭირო მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ:

  • სოციალურად დაუცველი პირები (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100000 ქულას),
  • პენდიონერები,
  • ვეტერანები,
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები (უნარშეზღუდული ბავშვები, მძიმე ან მნიშვნელოვანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები),
  • საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა გორის, ხაშურის, კასპის, ქარელის, დუშეთის, ონის, საჩხერის, ზუგდიდის, მესტიის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში.

მედიკამენტის მისაღებად პაციენტმა უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე