
18-19 მარტს ახალქალაქის სპორტკომპლექსი კიკბოქსინგში ღია ჩემპიონატს მასპინძლობს, რომელსაც საქართველოდან და სომხეთიდან 250-ზე მეტი სპორტსმენი დაესწრება.
კიკბოქსინგში ღია ჩემპიონატი ახალქალაქის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კიკბოქსინგის ფედერაციის ინიციატივით გაიმართა.
როგორც JNEWS-თან ინტერვიუში სპორტული კომპლექსის დირექტორმა ატომ ელიზბარიანმა აღნიშნა, ჩემპიონატში სხვადასხვა წონით და ასაკობრივ კატეგორიაში ახალქალაქიდან 20-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს.
„დიდი კონკურენციაა და ტურნირიც ძალიან საინტერესოა. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი სპორტსმენები ღირსეულად იბრძოლებენ“, – განმარტა მან.
ჩემპიონატზე პროფესიონალური ბრძოლებიც გაიმართება, სადაც ახალქალაქის სპორტული კომპლექსის მოსწავლეები, პროფესიონალები და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და სომხეთის ქალაქებიდან სპორტსემენები იასპარეზებენ.
კიკბოქსინგში ახალქალაქის ღია ჩემპიონატი ახალქალაქის მერიის ინიციატივით უკვე მესამედ იმართება.
JNEWS-ი ტურნირის შედეგებს შეჯიბრებების დასრულების შემდეგ გამოაქვეყნებს.