როდის იწყება სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში

როდის იწყება სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში

პანდემიის გამო საქართველოში უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები სხვადასხვა ფორმატში მუშაობდნენ, თუმცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში შემოდგომის სემესტრი რეალურ ფორმატში დაიწყება.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის სასწავლო წლის განრიგი ასეთია:

შემოდგომის სემესტრი

1. ლექციების ჩატარების და ჯგუფების რეგისტრაციის პერიოდი: 12-დან 19 სექტემბრის ჩათვლით.
2. სწავლის პერიოდი: 19 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
3. საგამოცდო პერიოდი: 9 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით და დამატებითი გამოცდები: 13 თებერვლიდან 18 თებერვლამდე.

გაზაფხულის სემესტრი

1. ლექციებისა და ჯგუფების რეგისტრაციის პერიოდი: 27 თებერვლიდან 6 მარტის ჩათვლით.
2. სწავლის პერიოდი: 6 მარტიდან 17 ივნისის ჩათვლით.
3. საგამოცდო პერიოდი: 19 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით და დამატებითი გამოცდები: 21 ივლისიდან 27 ივლისის ჩათვლით.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა სასწავლო წლის განრიგი ასეთია:

შემოდგომის სემესტრი

1. ლექციებისა და ჯგუფების რეგისტრაციის პერიოდი: 26 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით.
2. სწავლის პერიოდი: 3 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
3. საგამოცდო პერიოდი: 18 იანვრიდან 8 თებერვლის ჩათვლით, დამატებითი გამოცდები: 15 თებერვლიდან 23 თებერვლამდე.

გაზაფხულის სემესტრი

1. ლექციებისა და ჯგუფების რეგისტრაციის პერიოდი: 27 თებერვლიდან 6 მარტის ჩათვლით.
2. სწავლის პერიოდი: 6 მარტიდან 17 ივნისის ჩათვლით.
3. საგამოცდო პერიოდი: 19 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით და დამატებითი გამოცდები: 21 ივლისიდან 27 ივლისის ჩათვლით.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო წლის განრიგი ასეთია:

შემოდგომის სემესტრი

სასწავლო პროცესი: 26.09.2022-01.21.2023წ
ზამთრის არდადეგები: 26/12/2022-01/07/2023
საგამოცდო პერიოდი: 23.01.2023-18.02.2023წწ

გაზაფხულის სემესტრი

სასწავლო პროცესი: 03/06/2023-06/17/2023
საგამოცდო პერიოდი: 19.06.2023-15.07.2023წ

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი 3 ოქტომბერს რეალურ ფორმატში დაიწყება. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში კი სასწავლო პროცესი 12 სექტემბერს, ასევე რეალურ ფორმატში წარიმართება.

 

ლიდა ალმასიანი

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე