მესტიაში გამართული ახალგაზრდა მოკრივეთა ტურნირში ახალქალაქელმა სპორტსმენებმა პირველი, მეორე და მესამე ადგილები მოიპოვეს.
29-31 ივლისს მესტიაში კრივში ახალგაზრდული ტურნირი გაიმართა, რომელიც გიორგი ნაკანისა და გია ცერედიანის ხსოვნას მიეძღვნა. მონაწილეობდნენ სპორტსმენები საქართველოდან, ევროპიდან და სომხეთიდან. შეჯიბრში ახალქალაქის სპორტული კომპლექსის ხუთი მოკრივე მონაწილეობდა.
მათ შორის:
- ჟირაირ საარიანმა 50 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი მოიპოვა, მისი მწვრთნელია გაგიკ ელიზბარიანი.
- სამველ ღაზარიანმა 80 კგ წონით კატეგორიაში მეორე ადგილი დაიკავა, მისი მწვრთნელია ვენეტიკ ღაზარიანი
- 70 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვენეტიკ ზანდარიანმა მესამე ადგილი დაიკავა, მისი მწვრთნელია არტო ელიზბარიანი.
სპორტსმენები უკვე დაბრუნდნენ სახლში და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობენ.