საბაჟო გამშვებ პუნქტზე “ნინოწმინდა“არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე “ნინოწმინდა“არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, კონტეინერების კონტროლის დანაყოფის მიერ – საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ნინოწმინდა“ უპრეცედენტოდ დიდი ოდენობა არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.

სამართალდამცველების მიერ ინფორმაციის ანალიტიკურად დამუშავების შედეგად, შეჩერებული იქნა საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი, უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნის მქონე 3 სატვირთო ავტომობილი. ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად, მისაბმელი კონსტრუქციის იატაკში მოწყობილ სამალავში, დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების, არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე