თბილისში სომხების გენოციდზე გამოფენების სერია დაიწყო

თბილისში სომხების გენოციდზე გამოფენების სერია დაიწყო

საქართველოს სომხური საზოგადოების, საქართველოს სომეხ სტუდენტთა კავშირისა და საქართველოს ახალგაზრდული კავშირის მხარდაჭერით, დაიწყო გამოფენების სერია თემაზე „სომხების გენოციდი და კულტურული გენოციდი“.

21 მარტს, თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირის მოპირდაპირე მხარეს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, საქართველოს სომხური საზოგადოების მიერ 24 აპრილისადმი მიძღვნილი პირველი გამოფენა თემაზე „სომხების გენოციდი და „კულტურული გენოციდი“ სტუდენტურ-ახალგაზრდული გაერთიანება „რაფის“ წევრების დახმარებით გაიმართა.

გამოფენების სერია 24 აპრილამდე გაგრძელდება თბილისის სხვადასხვა რაიონში, მათ შორის ავლაბრის, ისნისა და საბურთალოს რაიონების სხვადასხვა ნაწილში.

თეგები: თბილისი
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე