სახელმწიფო აუდიტის პასუხი ახალქალაქის ბაზრობაზე

სახელმწიფო აუდიტის პასუხი ახალქალაქის ბაზრობაზე

Jnews– მა ერთი კვირის წინ, წამოაყენა საკითხი, რატომ დაიბარეს პროკურატურაში დაკითხვაზე ახალქალაქის ბაზრობის თანამშრომლები?

დაახლოებით 15 დღის წინ, ახალქალაქის ბაზრობაზე მოვაჭრეები სავაჭრო ადგილეის ქირის გადაუხდელობის გამო, პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს.  გამოიკითხა 10 -მდე მოვაჭრე.

პროკურატურა ცდილობდა მოვაჭრეებისგან გაერკვია პასუხები შემდეგ კითხვებზე: რამდენი წელია არ იხდიან სავაჭრო ადგილის ქირას? როდის გადაიხადეს ბოლოს? ვინ შეაგროვა ფული და რამდენი, გადაიხადეს? ამჟამად იხდიან თუ არა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს?

Jnews-მა ინფორმაციის მისაღებად სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და პროკურატურას  წერილობითი მიმართა.  პასუხი სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან მოვიდა: „სახელმწიფო აუდიტმა დაასრულა ყველა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული აუდიტის პროცედურა, ამ დროისთვის არ მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება, ან სხვა ქმედებები (მათ შორის კონკრეტული პირების გამოძახება, დაკითხვა და ა.შ.)“.

Jnews-ი იქნება ყურადღებით ამ საკითხთან დაკავშირებით და პროკურატურის პასუხის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ გამოაქვეყნებს მას.

ახალქალაქის ბაზრობის მოვაჭრეები დაკითხვაზე დაიბარეს

 


გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე