ევროპის ჩემპიონატზე არამ ხრიკიანმა თურქი მოკრივე დაამარცხა

ევროპის ჩემპიონატზე არამ ხრიკიანმა თურქი მოკრივე დაამარცხა

მონტენეგროში ევროპის კრივის ახალგაზრდული ჩემპიონატი ტარდება. 18 ოქტომბერს ახალქალაქელმა ახალგაზრდა მოკრივემ, არამ ხრიკიანმა 57 კგ წონით კატეგორიაში, მეოთხედფინალში თურქეთის წარმომადგენელი დაამარცხა.

ევროპის კრივის ახალგაზრდულ ჩემპიონატში მსოფლიოს 38 ქვეყნის მოკრივეები მონაწილეობენ. საქართველო 9 სპორტსმენითაა წარმოდგენილი, რომელთაგან 2 ჯავახეთიდანაა – არამ ხრიკიანი ახალქალაქიდან და ვანუი მანასიანი ნინოწმინდადან.

ჩემპიონატის მეოთხე დღეს, საქართველოდან 6 მოკრივე ასპარეზობს. ყოველმა სპორტსმენმა ბრძოლა გამარჯვებით დაასრულა. ჩემპიონატი გრძელდება და სპორტსმენები ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებენ.

თეგები: სპორტი
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე