რომელი დაწესებულებები მუშაობს ახალქალაქში

რომელი დაწესებულებები მუშაობს ახალქალაქში

ახალქალაქის კულტურული და გასართობი დაწესებულებები, გამონაკლისის გარდა, ძირითადად დისტანციურ რეჟიმში მუშაობენ.

სამხატვრო და მუსიკალური სკოლა, მუზეუმი და მომავლის სახლი დისტანციურად მუშაობენ. ადმინისტრაცია დაწესებულებებში შემცირებული რაოდენობით მუშაობს. მოსწავლეებს არ იღებენ; სწავლა 4 ოქტომბრამდე დისტანციურად გაგარძელდება.

”4 ოქტომბრამდე ყოველი დაწესებულება დისტანციურად მუშაობს, სანამ არ გავიგებთ კვალ ონლაინ დარჩება თუ არა. ბაზრის, სანიტარული დასუფთავებისა და საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის გარდა, ჩვენი სისტემის ყოველი დაწესებულება – მუზეუმი, ბიბლიოთეკა, მუსიკალური სკოლა, სამხატვრო სკოლა, მომავლის სახლი, სპორტული კომპლექსი, სპორტული სკოლა, ჭადრაკის სკოლა, კულტურის სახლი, აშუღის სკოლა , სტადიონი ონაინ რეჟიმზეა”, – განმარტა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის განათლებისა და კულტურის სამსახურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დირექტორმა ვალერი სტელმაშოვმა.

სპორტული სკოლა და კომპლექსი, სტელმაშოვის თქმით, გამონაკლისის სახით ფეხბურთის გუნდისა და მოკრივეებისთვის გახსნილია:

”ზოგჯერ სპორტსკოლა ფეხბურთში შეჯიბრებას ატარებს, ბიჭები საქართველოს რეგიონალურ ლიგაში მონაწილეობენ, ამიტომ, გამონაკლისის სახით ისინი ვარჯიშს აგძელებენ, ხოლო სპორტულ კომპლექსში მოკრივეები, რომლებიც საქართველოს ნაკრებში თამაშობენ, ვარჯიშობენ, რათა ფორმა არ დაკარგონ. ეს 5-6 ადამიანი ჩვენი საუკეთესო სპორტსმენები არიან. დარბაზში ხალხმრავლობა არ არის.  სხვა დაწესებულებებში მხოლოდ ადმინისტრაცია მუშაობს, მოსწავლეები ონლაინ რეჟიმში სწავლობენ ”.

 

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე