საქართველოდან 26.1 მლნ დოლარის ატამია ექსპორტირებული

საქართველოდან 26.1 მლნ დოლარის ატამია ექსპორტირებული

მიმდინარე წლის 1 მაისიდან დღემდე განხორციელდა 28.7 ათასი ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 26.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მოცულობა 5.7 ათასი ტონით (25%), ხოლო ღირებულება – 6.9 მლნ აშშ დოლარით (36%) გაიზარდა.

ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (18,942), სომხეთში (8,156 ტონა), უკრაინაში (768 ტონა), აზერბაიჯანში (269 ტონა), ყაზახეთში (134 ტონა), ბელარუსში (119 ტონა), მოლდოვაში (116 ტონა), პოლონეთსა (98 ტონა) და სლოვენიაში (59 ტონა).

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე