ხელისუფლების წარმომადგენლებმა აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ხელისუფლების წარმომადგენლებმა აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, თბილისის მერი კახა კალაძე, მთავრობისა და პარლამენტის წევრები.

აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას ასევე პატივი მიაგო საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წელი გავიდა.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე