Jnews-ი აცხადებს სტაჟირების პროგრამაში მიღებას. პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია იმ ჟურნალისტების სამსახურში აყვანა, რომლებიც სტაჟირების პერიოდში თავს გამოავლენენ. სტაჟირება 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება. მონაწილეობა შეგიძლიათ ელ.ფოსტით jnews.ge@gmail.com , 2021 წლის 1 აგვისტომდე.
სტაჟირების 2 თვის განმავლობაში თქვენ ისწავლით
ჟურნალისტიკის ძირითად პრინციპებს
ფოტო-რეპორტაჟის გადაღებას
ვიდეოების გადაღებას და რედაქტირებას
სიმართლის ტყუილისგან გარჩევას
პასუხისმგებელი პირების შესახებ ინფორმაციის მოძიებას
ჟურნალისტური მასალების წერას
️ როგორი უნდა იყოს აქტიური მოქალაქე
როგორ შეუწყოთ ხელი თქვენს ირგვლივ არსებული პრობლემების მოგვარებას
კრიტიკულ აზროვნებას
სწორი ინფორმაციის მოპოვებას
და ბევრად უფრო მეტს, რისი სურვილიც გექნებათ
რას მოგცემთ ეს თქვენ
- სტაჟირების გავლის შემდეგ, შეგიძლიათ გახდეთ ჩვენი დროებითი, ხოლო შემდეგ მუდმივი თანამშრომელი
- სტაჟირების დასრულების შემდეგ, შეიძენთ უამრავ ცოდნას და უნარს, რაც დაგეხმარებათ სხვა სამსახურის პოვნაში
- სტაჟირების დასრულების შემდეგ, შეიძენთ იმ ცოდნას და უნარებს, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში დაგჭირდებათ
- სტაჟირების გავლის შემდეგ, გახდებით Jnews- ის ბენეფიციარები, რომლებიც მას უყვარს და მუდმივად ეხმარება წინსვლაში
- სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდებს
- სომხურ, რუსულ, ან ქართულ ენებზე გრამატიკულად გამართულად ვინც წერს
- აქტიურებს და კომუნიკაბელურია
რა და როგორ შეავსოთ?
ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე jnews.ge@gmail.com არაუგვიანეს 31 ივლისისა.
- CV
- სამოტივაციო წერილი (სომხურად, რუსულად ან ქართულად)
- პასპორტი (ან პირადობის მოწმობა)
- ფოტო
რა და როდის?
- განაცხადები მიიღება დღეიდან 31 ივლისის ჩათვლით
- 1-დან 6 აგვისტომდე – შერჩევა
- 8 აგვისტოდან 30 სექტემბრამდე – სტაჟირება
- 1-ლი ოქტომბრის სტაჟირების შედეგების გამოცხადება, ანუ სამსახურში საუკეთესო მონაწილეების შერჩევა
ყველას წარმატებას ვუსურვებთ და ველოდებით აქტიურ, კომუნიკაბელურ, ჭკვიან, მამაც ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ სამყარო უკეთესობისკენ შეცვალონ!