ქურდობა, ოჯახში ძალადობა და სხვა ყველაზე ხშირი დანაშაულები 2020 წელს

ქურდობა, ოჯახში ძალადობა და სხვა ყველაზე ხშირი დანაშაულები 2020 წელს

2020 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა 15 625 პირის მიმართ დაიწყო, რაც 2019 წელთან შედარებით 18.3%-ით ნაკლებია.

სტატისტიკა წარმოდგენილია გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის მიერ პარლამენტში წარდგენილ ანგარიშში საქართველოს პროკურატურის 2020 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ.

სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი 2012-2020 წლებში ამგვარია:

სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი 2012-2020 წლებში. წყარო: საქართველოს პროკურატურა

ანგარიშის თანახმად, 2020 წელს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, ისევე როგორც 2018-2019 წლებში, ქურდობის და ოჯახში ძალადობის მუხლებით დაფიქსირდა, ხოლო მესამე ადგილზე ნარკოდანაშაული მუქარამ ჩაანაცვლა.

სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი დანაშაულების მიხედვით ასეთია:

ქურდობა — 3 113 (15.8%)
ოჯახში ძალადობა — 2 619 (13.3%)
მუქარა — 1 716 (8.7%)
ძალადობა — 1 634 (8.3%)
ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება — 1 255 (6.4%)
კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და გასაღება — 950 (4.8%)
ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა — 645 (3.3%)

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე