2020-2021 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებმა 256 განცხადება მიიღეს. აღმზრდელთა რეგისტრაციის პროცესი საბავშვო ბაღებში 1 სექტემბრამდე გაგრძელდება.<!–more–>
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 12 საბავშვო ბაღი მოქმედებს, რომელთაგან 3 ქალაქში მდებარეობს, ხოლო დანარჩენი 9 სხვადასხვა სოფელში. 2020-2021 სასწავლო-სააღმზრდელო წელს დარეგისტრირებულ აღმზრდელთა საერთო რაოდენობა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 256 შეადგენს.
რაოდენობა სოფლების მიხედვით:
ახალქალაქის №1 საბავშვო ბაღი – 25,
ახალქალაქის №2 საბავშვო ბაღი – 25,
ახალქალაქის №3 საბავშვო ბაღი – 47,
სოფელი დილისკა- 31,
ვაჩიანი- 14,
ბარალეთი- 37,
აზავრეთი- 11,
კარწახი- 11,
კულიკამი- 15,
ხანდო- 12,
კოთელია- 8,
კარტიკამი- 20.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის ანაიდა ასატურიანის თქმით, მათ 1-ელ სექტემბრამდე შეუძლიათ მშობლებისგან განცხადების მიღება. ქალაქისა და სოფლების ყველა საბავშვო ბაღში არის ადგილები.
საბავშვო ბაღების გახსნასთან დაკავშირებით გაერთიანების დირექტორმა 14 აგვისტოს გააკეთა კომენტარი, იმასთან დაკავშირებით, რომ ზუსტად ვერაფერს იტყვის, სანამ გუბერნიისგან გახსნის განკარგულებას არ მიიღებს. მან ასევე დაამატა, რომ ბაღები უზრუნველყოფილნი არიან საკვებით და გახსნისთვის მზად არიან.
შეგახსენებთ, რომ საბავშვო ბაღები ამავე წლის მარტში საქართველოში კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დაიკეტა. ამ დროის განმავლობაში მუნიციპალური ხელისუფლების გადაწყვეტილებით ყველა საბავშვო ბაღმა ბავშვებს კვების პროდუქტები 2-ჯერ დაურიგა.