ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენიდან მიმავალი გზა, რომელიც ასპინძის სოფელ ჭაჭკარში გადის, სტიქიური უბედურების შემდეგ აღდგება. აღნიშნული სამუშაოებოს ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
სტიქიის შედეგად გამოწვეული საკითხების მოსაგვარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 786 ლარის ოდენობის სახსრებია გამოყოფილი. საერთო ჯამში მოპირკეთდება 1000მ სიგრძის გზა. ზომოაღნიშნულ გზაზე ხრეში დაიყრება და გზა გრეიდერით გასწორდება․
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის აგვისტოში ახალქალქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენში სეტყვამ მთელი მოსავალი გაანადგურა, ასევე სოფლის გზა დააზიანა.
სოფელ გოგაშენში მერის წარმომადგენლის ზაზა ნათენაძის თქმით, ჭაჭკარის ტერიტორიაზე მათი ბაღები და მიწის ნაკვეთები მდებარეობს, ამიტომ აღნიშნული გზით ისინი ხშირად სარგებლობენ. მისი მტკიცებით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიური ვითარების გამო სამუშაოები გახანგრძლივდა.
აღნიშნული სამუშაოების ტენდერი მერიამ 13 ნოემბერს 3 786 ლარით გამოაცხადა. განაცხადის მიღება 24 ნოემბრამდე გაგრძელდება.
სოფელ გოგაშენში მერის წარმომადგენლის თქმით, სამუშაოები ტენდერის შედგენისთანავე დაიწყება.