ხშირად ძალიან ძნელია ახალქალაქის სოფლებიდან ქალაქამდე მისვლა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პირადი ავტომობილი არ ჰყავთ და გადაადგილების ერთადერთი საშუალება საზოგადოებრივი ტრანსპორტია, რომელიც დროგამოშვებით, გარკვეულ საათებში მუშაობს.
ახალქალაქის რიგ სოფლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ფუნქციონირებს, რაც ხალხს საშუალებას აძლევს ქალაქში შედარებით დაბალ ფასად ჩავიდნენ. ტაქსებთან შედარებით, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფრო ხელმისაწვდომია, მაგრამ არის მთელი რიგი პრობლემები, რომლებიც სოფლიდან ქალაქამდე მისვლას ართულებს.
მაგალითად, დროის მოკლე პერიოდში – 4 საათში, მგზავრებმა უნდა მოასწრონ ყველა საქმის გაკეთება, რომ მიკროავტობუსზე არ დააგვიანონ. ან ის ფაქტი, რომ ტრანსპორტი ქალაქში დილის 9 საათამდე ჩამოდის, როდესაც ჯერ არ არის გახსნილი, არც სავაჭრო ცენტრები და, არც სახელმწიფო დაწესებულებები, ამიტომ მგზავრებს ერთი საათით ლოდინი უწევთ, ზოგჯერ ცივ და წვიმიან ამინდში.
ტათევ ხოცანიანი სოფელ ორჯადან არის, ის მე -12 კლასის მოსწავლეა, მაგრამ ახალქალაქში სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობს. მშობლები აგვარებენ გზის პრობლემას, მაგრამ ზოგჯერ პრობლემა ხდება სოფლიდან ქალაქში ჩასვლა. მაშინ ტათევი იყენებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს.
”დღეში ერთხელ საკმარისი არ არის, მაგალითად, სხვადასხვა დროს ქალაქში წასვლის შესაძლებლობა, რომ იყოს, მე უფრო ხშირად ვისარგებლებ ტრანსპორტით, არ შევაწუხებ ჩემს მშობლებს. ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ჩემი თანატოლებისთვის, არიან ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი ბავშვები, რომლებიც ვერ ავლენენ თავიანთ შესაძლებლობებს სოფელში, რადგან ყველას არ შეუძლია ქალაქში საკუთარი მანქანით მოხვედრა. გაკვეთილები ან მეცადინეობები ხშირად ტარდება იმ დროს, როდესაც ტრანსპორტი უკვე ბრუნდება სოფელში”, – ამბობს ტათევ ხოცანიანი.
Jnews ესაუბრა ვარდან ვარდერესიანს, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მუშაობს კოკიო-ალასტანი-ვარევანი-ხანდო-
”ავტოსადგურზე არის მანქანები, რომლებიც ჩამოდიან და მიდიან სხვადასხვა მიმართულებით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტიც მუშაობს, საათები დაკავშირებულია იმასთან, რომ მგზავრები უნდა მივიყვანოთ ქალაქში იმ დროს, როდესაც, მაგალითად, თბილისში მიმავალი ტრანსპორტი გადის ავტოსადგურიდან, ანუ შექმნილია სიტუაცია, რომლის დროსაც მგზავრს შეუძლია გამოიცვალოს ორი მიმართულება. რაც შეეხება ლოდინს, დიახ, ეს არის პრობლემა, რადგან ადამიანებს უწევთ ლოდინი, სანამ, რაიმე სტრუქტურა გაიხსნება. ზოგჯერ ხდება ისე, რომ ისინი ვერ ახერხებენ ყველა სამუშაოს დასრულებას პირველ საათამდე, შემდეგ ვცდილობ გავუგო და, საჭიროების შემთხვევაში, ველოდები”.
მძღოლის თქმით, ის მუდმივად დადის ქალაქში ერთხელ და ბრუნდება, თუმცა აღნიშნავს, რომ თუ მოთხოვნა იქნება, ანუ მგზავრთა დიდი რაოდენობის შემთხვევაში, მზად არის ტრანსპორტირება დღეში ორჯერ განახორციელოს.
” მთელი ამ წლების განმავლობაში, მხოლოდ ერთხელ მივდიოდი დღეში, ეს განპირობებულია მგზავრების რაოდენობით, რადგან ფინანსური თვალსაზრისით მომგებიანი არ არის ორ, ან მეტჯერ გამგზავრება. ზოგჯერ მხოლოდ ერთი ან ორი მგზავრია”, – ამბობს ის.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობს მძღოლების “კეთილი ნებით” და არ რეგულირდება ადგილობრივი ხელისუფლების მიერ. ხელისუფლება, არც აძლევს რამეს მძღოლებს, არც ითხოვს მათგან, ამიტომ გამოდის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი საზოგადოებრივ ინტერესს არ ემსახურება, არამედ სუფთა საქმიანი ურთიერთობაა მათ შორის, ვინც გთავაზობთ მომსახურებას და ვინც იყენებს მას.
გამოდის, რომ, ერთი მხრივ, მოთხოვნა არ არის, ამიტომ ეს არ არის მომგებიანი მძღოლებისთვის, ისინი ერთზე მეტ რეისს არ ასრულებენ, მეორეს მხრივ, ხალხი არ გეგმავს რაიმე საქმეს ქალაქში, იციან, რომ იქ არის ტრანსპორტის პრობლემა.