ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების ჩუნჩხასა და პტენას ცენტრალურ გაზიფიკაციაზე სახელმწიფო პროგრამით 2019-2020 წლებში იზრუნეს, თუმცა გაზი აბონენტებამდე არ მისულა. მაგისტრალური გაზსადენი  მწყობრიდან გამოვიდა. მიმდინარე წელს ამ სოფლების გაზიფიცირებაზე მუშაობა განახლდა.

სამწლიანი სტაგნაციისა და გაურკვევლობის შემდეგ, SOGAR-მა ბუნებრივი აირის ცენტრალური მილსადენიდან სოფელ ჩუნჩხასა და პტენას აბონენტებამდე განაწილების საკითხი საკუთარ თავზე აიღო. ერთი კვირაა მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო სამუშაოები დაიწყო და მალე აბონენტებისთვის გაზის მიწოდებაზეც იმუშავებენ.

„ამჟამად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ქვებით დაზიანებულ მილებზე უკბე მუშაობენ. მშენებლებს ვესაუბრე და მითხრეს, რომ მხოლოდ 2 დღის სამუშაოები დარჩა და ცენტრალური მაგისტრალის აღდგენაზეც გადავლენ. განაწილების სამუშაოები მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება“, – განაცხადა სოფელ ჩუნჩხას მერის წარმომადგენელმა გიორგი ზარიძემ.

სოფელ ჩუნჩხაში 80, სოფელ პტენაში კი 70-მდე ოჯახი ცხოვრობს. მათ ახალციხის გაზსადენი მოემსახურება.

გიორგი ზარიძის თქმით, მრიცხველის დამონტაჟება და სახლამდე გაზსადენის მიყვანა თითოეულ აბონენტს 400 ლარი დაუჯდება, ხოლო სახლის დეტალები ცალკე იანგარიშება.

ცენტრალური გაზსადენი სახელმწიფო პროგრამით 2019-2020 წლებში გაიყვანეს. სამი წლის განმავლობაში მილები გაითიშა და ჩამოვარდა. განაწილებითი სამუშაოებით კერძო კომპანიები უნდა დაკავებულიყო, მაგრამ საქმის აღება არავის სურდა. მათი თქმით, ცენტრალური მაგისტრალი ცუდად ააშენეს. მაგისტრალური გაზსადენი უკვე სამი წელია ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა.

ჯავახეთის აბონენტებს ბუნებრივ გაზს SJGC აწვდის. მაგრამ ეს კომპანია ამ სოფლებს ვერ მოემსახურება. გაზის გამანაწილებელი კომპანიის დირექტორმა ვრეჟ ბერიკიანმა Jnews-ს თითქმის ერთი წლის წინ აცნობა, რომ მილსადენი ჯავახეთის ხაზთან დაკავშირებული არ არის. სოფელ ჩუნჩხას და პტენას გაზით უზრუნველყოფისთვის, ცენტრალური ხაზი დილისკიდან უნდა გაიყვანონ.

გაზიფიცირება სახელმწიფო პროგრამით განხორციელდა, მაგრამ გაზი ადრესატამდე ვერ მივიდა