ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩუნჩხა შედის სოფლების ჩამონათვალში, რომელთა გაზიფიცირებაც რეგიონების გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამით განხორციელდება. 2019-2020 წლებში სოფელში ცენტრალური მილსადენი გაიყვანეს, მაგრამ აბონემენტებამდე არ მიუყვანიათ. სოფელში ელოდებიან, როდის მიუერთდებიან ცენტრალურ მაგისტრალს, რომელმაც 2 წლის განმავლობაში უკვე მოასწრო დაზიანება.
მთავრობის 2019 წლის 5 აპრილის N791 დადგენილებით, რეგიონების 2019-2021 წლების გაზიფიკაციის გეგმაში ჩასმულია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლები, პტენა და ჩუნჩხა.
სახელმწიფოს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ასპინძის მუნიციპალიტეტიდან სოფლებამდე – პტენა და ჩუნჩხა, გაზსადენი გაიყვანეს. გაზის გამანაწილებელი ქსელი კი კერძო კომპანიას გადაეცა. ორი სოფლის მცხოვრებლები უკვე 2 წელია ელოდებიან გაზიფიკაციას.
2 წელიწადში გაზსადენი გაფუჭდა, ადგილ-ადგილ მილები ჩამოცვივდა.
“ამბობენ, ეძებენ კომპანიას, რომლებიც დათანხმდება გაზის მოსახლეობის სახლებში შეყვანას. ამჟამად მაგისტრალი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. მაგრამ არავის სურს ამ საქმის შესრულება, იმიტომ, რომ პრობლემებია, საჭიროა მაგისტრალის აღდგენა, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს განაწილება”, – ამბობს მერის უფლებამოსილი პირი სოფელ ჩუნჩხაში გიორგი ზარიძე.
სოფელ ჩუნჩხაში 85 სახლია. ჩუნჩხასთან ერთან ამ პროგრამის ფარგლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენასა და ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ თოკის გაზიფიცირებაც არის გათვალისწინებული.
სოფელ ჩუნჩხას მცხოვრები ნოდარ პაპიძე ამბობს, რომ მთავარი პრობლემა სოფელში არის გაზის არქონა.
“გაზის გარეშე ძალიან ძნელია სოფელში. გაზსადენი უკვე დაზიანდა, 2 წლის წინ გაიყვანეს და დატოვეს დაუმთავრებელი”, – ამბობს ნოდარ პაპიძე.
ჯავახეთის მოსახლეობას ბუნებრივი აირით კომპანია SJGC-ი უზრუნველყოფს, იმისათვის, რომ გავიგოთ რაში მდგომარეობს პრობლემა, Jnews-ი გაზგამანაწილებელი კომპანიის დირექტორს ვრეჟ ბერიკიანს დაუკავშირდა. როგორც მან სატელეფონო საუბარში განაცხადა, ამ პრობლემასთან მათ კავშირი არ აქვთ და ჩუნჩხამ გაზი აპინძიდან უნდა მიიღოს.
“ძალიანაც რომ გვინდოდეს, ჩვენ ვერ შევძლებთ გაზით უზრუნველყოფას, იმიტომ, რომ მაგისტრალი ჩვენს ხაზთან არ არის დაკავშირებული. იმისათვის, რომ ჩუნჩხას გაზი მივაწოდოთ, მილსადენს სოფელ დილისკაზე უნდა გაევლო, ამ შემთხვევაში ჩვენ დიდი ხნის წინ მოვახდენდით სოფლის გაზიფიცირებას”, – ამბობს ვრეჟ ბერიკიანი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი მელკონ მაკარიანი პრობლემას იცნობს, მაგრამ იმაზე მეტ ინფორმაციას არ ფლობს, რაც სოფლის მოსახლეობამ იცის. არც თუ სრული ინფორმაცია აქვს,
“სოფლის მოსახლეობამ კოლექტიურად მოგვმართა, ჩვენ კი შესაბამის ორგანოებს გავუგზავნეთ წერილი. მივიღეთ პასუხი და ის ადრესატს გადავუგზავნეთ, რომ ეძებენ კომპანიას, რომელიც ქსელზე იქნება პასუხისმგებელი. რა დრო დასჭირდება ამას, დრო გვიჩვენებს”, – ამბობს მელკონ მაკარიანი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან ამ პროგრამაში ჩართული იყო სოფელი პტენა და ჩუნჩხა. ნინოწმინდა და ახალციხე პროექტში არ იყო, ხოლო აპინძის მუნიციპალიტეტიდან სოფლები რუსთავი და საუდაბელი.