სოფელი აბულის მოსახლეობის განცხადება «პახ ახბიურნერ» წყაროს «ხელშეუხებლობის» მოთხოვნით, საიდანაც მეზობელ სოფელში წყლის გაყვანა იგეგმება, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელმძღვანელობის ორგანოების მიერ განიხილება. აბულის მაცხოვრებლები პასუხს 15-20 დღის განმავლობაში მიიღებენ.

ახალქალაქის მუნიციპლიტეტის მერმა იურიკ უნანიანმა Jnews-თან სატელეფონო საუბრისას თქვა, რომ ნამდვილად მიიღეს განცხადება სოფელი აბულის მოსახლებისაგან და ის ახლა განხილვის პროცესშია.
«ჩვენ საკრებულოსთან ერთად შევიკრიბებით, განვიხილავთ და გამოსავალს ვნახავთ. ჩვენი მიზანია სოფლის მოსახლეობის სურვილების გათვალისწინება, თან ისე, რომ სხვა სოფლის მოსახლეობასაც არ ვაწყებნინოთ. ჩვენ მათ 15-20 დღის განმავლობაში ვუპასუხებთ. ჩვენ გვინდა ოპტიმალური ვარიანტი მოვნახოთ»,- თქვა იურიკ უნანიანმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 13 იანვარს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი აბულის მოსახლეობამ ოფიციალური წერილით მიმართა ადგილობრივ ორგანოებს, რათა «პახ ახბიურნერ» წყაროს ტერიტორია, საიდანაც უნდათ წყლის გაყვანა სოფელ ხორენიაში, დარჩეს «ხელშეუხებელი». ისინი ოფიციალურ პასუხს ელიან, რათა შემდგომი ქმედებები განსაზღვრონ.

აბულელები ჩივიან: «ჩვენ არ ვართ რეგიონის მკვიდრი შვილები»

ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებმა სოფელ აბულში შეხვედრა გამართეს