კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა სომხეთში 118 870-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი იტყობინება.

შედარებისთვის, აღვნიშნავთ, რომ 16 ნოემბრის მონაცემებით,  ასეთი შემთხვევა იყო – 117 886, ამრიგად, დღეში ინფიცირების 984 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

სომხეთში კორონავირუსის გართულებებით 1811 ადამიანი გარდაიცვალა (პლუს 23 ბოლო დღის განმავლობაში). კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი, რომლებიც სხვა მიზეზების გამო გარდაიცვალა, არის 463 (პლუს 9 ბოლო დღის განმავლობაში).

ინფექციისგან გამოჯანმრთელებულდა 78 343 პაციენტი. მკურნალობს 38 253 ადამიანს. ჩატარებული ტესტების საერთო რაოდენობაა – 468 081.