ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველომ დონაციის სახით COVID-19-ით ვაქცინაციისთვის 50 000 ცალი 0,3 მლ. დოზირებული მოცულობის შპრიცი მიიღო.
უწყებაში აცხადებენ, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო აცრების ჩატარებისთვის განკუთვნილი სპეციალური სახეობის შპრიცების შესყიდვის მიზნით, საქართველოს მხარემ აქტიურად იმუშავა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებულ მწარმოებელ კომპანიებთან, მათ შორის ერთ-ერთ უმსხვილეს ინდურ კომპანიასთან – Hindustan Syringes & Medical Devices Ltd .
საქართველოში ჯერ არც ერთი წარმოების COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა არ შემოსულა. არსებული ინფორმაციით, თებერვლის შუა რიცხვებიდან თვის ბოლომდე ქვეყანა Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზას მიიღებს. მარტის დასაწყისში კი, AstraZeneca-ს 180 000-300 000 დოზას.