საქართველოში კორონავირუსის 773 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 575 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 37 923 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 636, „პისიარ“ ტესტით – 17 287.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,04 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,42 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,49 პროცენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 360 828 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 346 792 გამოჯანმრთელდა, 5 211 კი გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 242 451 ადამიანი, დღიურად აცრილია 3 957.
კარანტინის რეჟიმშია 33, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 633 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 583 პირი.
ამასთან, 22 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 635 პაციენტი.