სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 256 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 188 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი, შვიდით გაიზარდა. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
16 აგვისტოს მდგომარეობით, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 6 175-ს შეადგენს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 234 814 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 222 801 პაციენტი გამოჯანმრთელდა. სომხეთში კორონავირუსით სულ 4 702 ადამიანი გარდაიცვალა.