სომხეთში კორონავირუსული ინფექციით დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 148682-მდე გაიზარდა, – იუწყება დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი.
შედარებისთვის, აღვნიშნავთ, რომ 14 დეკემბრის მონაცემებით, 148 325 ასეთი შემთხვევა იყო, ამრიგად, დღეში ინფექციის 357 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
სომხეთში კორონავირუსით 2 503 ადამიანი გარდაიცვალა (პლუს 17 ბოლო დღის განმავლობაში). კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი, რომლებიც სხვა მიზეზების გამო გარდაიცვალა, არის 618 (პლუს 1 გასული დღის განმავლობაში).
ინფექციისგან გამოჯანმრთელებულდა 125 966 ადამიანია. მკურნალობას გადის 19 595 ადამიანი. ჩატარებული ტესტების საერთო რაოდენობაა – 549 732.