საქართველოში კორონავირუსის 2 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 880 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 26 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 36 375 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22 825, „პისიარ“ ტესტით – 13 550.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,19%, ბოლო 14 დღის – 4,77%, ბოლო შვიდი დღის – 5,24%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 390 945 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 367 130 გამოჯანმრთელდა, 5 592 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 368 179 ადამიანი, დღიურად აცრილია 11 073.
კარანტინის რეჟიმშია 70, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 495 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 120 პირი.
ამასთან, 19 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 848 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 231 პაციენტი.