ახალქალაქიდან ბევრმა ახალგაზრდამ ყარაბაღის ჯარისკაცებისათვის მედიკამენტების შეგროვება დაიწყო.
ყარაბაღი-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე ახალქალაქის ახალგაზრდობამ სომეხი ჯარისკაცების დახმარება გადაწყვიტა და მედიკამენტების შეგროვება დაიწყო. ახალგაზრდები მიმართავენ მოსახლეობას, მსურველებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ და დაეხმარონ.
“გადავწყვიტეთ ყარაბაღს დავეხმაროთ, 300-400 ლარის წამალი უკვე შევიძინეთ. თუ არიან ადამიანები, ვისაც დახმარების სურვილი აქვს, შეუძლიათ თვითონ იყიდონ წამლები, მაგრამ ყიდვა აუცილებლად ინვოისით განახორციელონ, რათა საზღვრის გადაკვეთისას პრობლემები არ შეიქმნას. თუ თანხას ჩაგვირიცხავენ, ჩვენც შევიძენთ მედიკამენტებს. ვაჩვენებთ ქვითრებს, რათა ხალხი დარწმუნებული იყოს, რომ თანხა საჭირო დანიშნულებით გამოვიყენეთ”,- ამბობს ერთ-ერთი ახალგაზრდა ორგანიზატორი.
ახალგაზრდების დახმარების სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ სატელეფონო ნომერზე: 597 110 089.