ბუნებრივი აირის ელექტრონული სისტემით გადახდის მონაცემთა ბაზა დღეს განახლდა. გასული თვის ყველა გადასახადი, რომელიც დღევანდელ დღემდე განხორციელდა აღნიშნულ სისტემაში არ ჩანს. თუკი თქვენ გასული თვის (ოქტომბერი) ჩვენება გადაიხადეთ, გაზგამანაწილებელ კომპანიაში ეს გათვალისწინებულია, იმ შემთხვევაშიც, თუკი საბანკო სისტემაში აჩვენებს, რომ გადასახდელი გაქვთ.

გასული თვის ბუნებრივი აირის გადასახადის ბოლო ვადა მიმდინარე თვის 18 ოქტომბერია აღნიშნული. ბევრი აბონენტი არ ელოდება ბოლო ვადას და კომუნალურ გადასახადებს ფარავს მაშინვე, როგორც კი ქვითრებს მიიღებენ. ბევრმა ოქტომბრის ბუნებრივი აირის გადასახადი დღევანდელ დღემდე დაფარა, როდესაც ბანკებში და გადახდის აპარატებში მონაცემთა ბაზები არ იყო განახლებული და ოქტომბრის თვის გადასახადი არ ფიქსირდებოდა. საბოლოოდ სისტემა დღეს განახლდა და გადახდის ელექტრონული სისტემა დღევანდელ დღემდე გადახდილ ოქტომბრის გადასახადს არ აჩვენებს.

როგორც გაზგამანაწილებელ კომპანიაში SJGC-ში განმატავენ, ეს იმის გამო მოხდა, რომ მონაცემთა ბაზა კლირინგულმა კომპანიამ გვიან განაახლა, ანუ დღეს, ამიტომ მონაცემთა ბაზა მხოლოდ გადასახადებს აჩვენებს, ხოლო განახლებამდე გადახდილ გადასახადს არა.

“თუმცა, ეს არ არის პრობლემა, ჩვენთან ყველა აბონენტის გადასახადი დაფიქსირებულია და თუკი აბონენტმა გადაიხადა, პრობლემა არ იქნება. მომავალ თვეში, როდესაც თავიდან განახლდება, ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება. თუკი ვინმემ მეტი გადაიხადა, თანხა არ დაიკარგება”, – გვაცნობეს გაზგამანაწილებელი კომპანიიდან.

თუკი თქვენ ჯავახეთში ბუნებრივი აირის გადასახადი დღეს დაფარეთ, ან ხვალ თუ არა ზეგ გადაიხდით,  სისტემა დაფიქსირებული გადასახადიდან გადახდილ თანხას მოხსნის, ხოლო თუკი გუშინ, ან მანამდე გადაიხადეთ, სისტემა ამ გადასახადს ვერ დაინახავს, რადგან გადასახადი დაფიქსირებულია მისი დაფარვის შემდეგ და ეს გადასახადი თქვენთან მომდევნო თვემდე იქნება ნაჩვენები, თუმცა თუკი თქვენ არანაკლებ იმ თანხისა გადაიხადეთ, რომელიც ქვითრებზე გაქვთ, არც გაზს გაგითიშავენ, არც ხელმეორედ გთხოვენ გადახდას, მომდევნო თვეში განახლებასთან ერთად ყველაფერი გამოსწორდება.