2020-2021 სასწავლო წელს, საქართველოს სომხური სკოლები, ახალი სომხურენოვანი სახელმძღვანელობით მომარაგდნენ. როგორც JNEWS-ს აცნობეს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცემულია 120 330 სახელმძღვანელო, რომლებიც სომხურ სკოლებში გადანაწილდა.
როგორც JNEWS-მა ადრე გაცნობათ, წელს ახალქალაქის რაიონის საჯარო სკოლებმა, სასწავლო წელი ახალი სახელმძღვანელოებით დაიწყეს. თუმცა, საქართველოში გამოცემული სომხურენოვანი სახელმძღვანელოები ყველა მოსწავლეს არ ერგო. განათლების სამინისტროში ამტკიცებენ, რომ უკმარისობა მთლიანად შეივსება.
სკოლებში ახლადგამოცემული წიგნების უკმარისობაა
I – VI კლასებისათვის 111 500 წიგნი დაიბეჭდა, VIII – XII კლასებისათვის — 8830 სახელმძღვანელო გამოიცა. რაც შეეხება VII კლასს- იგეგმება 12 167 სახელმძღვანელოს გამოცემა.
მოსწავლეების რაოდენობა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დგინდება. თუკი სკოლას დამატებითი სახელმძღვანელოები სჭირდება, სააგენტო სკოლას დამატებით სახელმძღვანელოების მიაწოდებს.
ყოველი საჯარო სკოლა შეტანილი განცხადების შესაბამისად სათანადო რაოდენობის სახელმძღვანელოს ღებულობს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო არაქართულენოვან სკოლებს ყველა საგნის სახელმძღვანელოს გადასცემს.