10 აგვისტოს, 12:00 საათზე, საქართველოს წითელი ჯვრის ახალქალაქის ფილიალი გამართავს შემსწავლელ ღონისძიებას დევიზით „უწყვეტი პირველადი დახმარების ტრენინგი“, რომელიც ქალაქის ცენტრალურ (“ხას ბახჩას”) პარკში გაიმართება.

ყოველწლიურად, სექტემბრის მეორე შაბათს, პირველი დახმარების მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღეს ახალქალაქში საინტერესო ღონისძიებები გაიმართება.

გარდა პირველადი დახმარების აღმოჩენისა, მოხალისეები სხვა აქტივობების ჩატარებასაც გეგმავენ, როგორიცაა საგანმანათლებლო აქტივობები, თამაშები და შეჯიბრებები. ღონისძიებების დაწყებამდე მოხალისეები და მონაწილეები ახალქალაქის ცენტრალური თავისუფლების ქუჩის გასწვრივ მსვლელობას გამართავენ. ღონისძიების ორგანიზატორები ყველას იწვევენ მონაწილეობის მისაღებად.