ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, სამცხე – ჯავახეთში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 2 რეგისტრირებულია ახალქალაქში, და არც ერთი შემთხვევა ნინოწმინდაში.
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის წარმომადგენელმა გიორგი მიქელაძემ JNEWS-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონში რეგისტრირებულია კორონავირუსის 27 შემთხვევა, მათგან 2 შემთხვევა დაფიქსირდა ახალქალაქში, 18 ახალციხეში, 2 ბორჯომში, 1 ასპინძაში და 4 ადიგენში. …
საერთო ჯამში, რეგიონში 910 ადამიანი იზოლირებულია, აქედან ახალციხეში 407, ახალქალაქში 164, ბორჯომში 69, ნინოწმინდაში 107, ასპინძაში 63 და ადიგენში 100 ადამიანი.
ბოლო 2 დღის განმავლობაში რეგიონში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.