ახალქალაქში დამონტაჟებული „ჭკვიანი“ კამერები მძღოლების მიერ საგზაო წესების დარღვევის ფაქტებს აფიქსირებენ, თუმცა ტექდათვალიერების გარეშე მანქანებს არ აჯარიმებენ.

ახალქალაქში 18 კამერა ვიდეორეგისტრატორით (საიდენტიფიკაციო ნომრები) დამონტაჟებულია შემდეგ ქუჩებზე:

გუსან ავასისა და თავისუფლების ქუჩების კვეთაზე,

ძველი სამხედრო ქალაქის N1 გასასვლელთან და ქალაქიდან ნინოწმინდისკენ მიმავალ გზაზე

თავისუფლების ქუჩაზე,

დარბინიანისა და თავისუფლების ქუჩების კვეთაზე,

ახალქალაქის შესასვლელთან,

თავისუფლების და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე,

ნალბანდიანის ქუჩაზე,

რუსთაველისა და თავისუფლების ქუჩების კვეთაზე,

ჭავჭავაძისა და თავისუფლების ქუჩების კვეთაზე.

იანვრიდან კამერები იმ ავტომობილებსაც დააფიქსირებენ, რომლებიც ტექნიკურ დათვალიერებას არ გაივლიან. საგზაო მოძრაობის წესების დამღვევი მძღოლები, რომლესაც კამერა დააფიქსირებს, დაჯარიმდებიან – Jnews-ი აზუსტებს და ცოტა მოგვიანებით მიღებულ ინფორმაციას გააზიარებს.

 

ლიდა ალმასიანი