ქალაქ ახალქალაქში, ნალბანდიანისა და წერეთლის ქუჩების კვეთაზე, ასევე მიასნიკიანის ქუჩაზე უკვე ორი კვირაა ასფალტის ქვემოდან სასმელი წყალი ჟონავს. საქართველოს ერთიანი წყალმომარაგების ახალქალაქის სერვისცენტრში ავარიის აღმოფხვრას კვლავ დაპირდნენ უახლოეს დღეებში, ხოლო ავარიის აღმოფხვრის შეფერხების მიზეზად ტექნიკის გაუმართაობა დაასახელეს.
ნალბანდიანისა და წერეთლის ქუჩების კვეთაზე წყალი ასფალტის ქვემოდან გამოდის და ერთდროულად ორი მიმართულებით, ორივე ქუჩის გასწვრივ მოედინება. ნალბანდიანისა და წერეთლის ქუჩებზე წყალი უკვე ორი კვირაა მოედინება, ხოლო მიასნიკიანის მოსახლეობა ამბობს, რომ არ ახსოვთ, რომ მათი ქუჩა წელს მშრალი ყოფილიყო, ამ გაჟონვის გარეშე.
8 სექტემბერს Jnews-მა გაერთიანებული წყალმომარაგების ახალქალაქის სერვისცენტრში დარეკა, რომ გაეგო როდის აღმოფხვრიან ავარიას. მაშინ ახალქალაქის სერვისცენტრის დირექტორმა, გიორგი ვახტანგიშვილმა თქვა, რომ ავარიის შესახებ იცოდნენ და მეორე დღეს უნდა გაკეთებულიყო სარეალიზაციო სამუშაოები, თუმცა ერთი კვირა გავიდა, მაგრამ ასფალტზე წყალი ისევ მოედინება და ანადგურებს გზას.
დღეს, 15 სექტემბერს, JNEWS-მა კიდევ ერთხელ დაურეკა კომპანიას იმის გასარკვევად, თუ რატომ არ აღმოიფხვრა ავარია. ახალქალაქის გაერთიანებული წყალმომარაგების სერვისცენტრის დირექტორმა შემდეგი გვიპასუხა.
„ტრაქტორი გაგვიფუჭდა, მაგრამ ავარიას უახლოეს დღეებში აღმოვფხვრით. სხვა საქმეც გვქონდა, ვმუშაობდით, სოფლებშიც იყო პრობლემები, ხალხს სასმელი წყალი არ ჰქონდა”.