დერენიკ დემირჩიანის სახ. №4 საჯარო სკოლის დირექტორი და დამსახურებული პედაგოგი, ნათელა გრიგორიანი უკვე 50 წელია სკოლაში ასწავლის. 2019 წლის 1 სექტემბერს მან ორი იუბილე: პედაგოგიური მოღვაწეობის 50 წლისთავი და საკუთარი 70 წლის იუბილე აღნიშნა.

“პედაგოგიკა – ჩემი სტიქიაა, და მე ნამდვილად სწორი პროფესია შევარჩიე”,- ამბობს ქალაქ ახალქალაქის №4 საჯარო სკოლის დირექტორი, ნათელა გრიგორიანი.

ის ახალქალაქის რაიონის სოფელ ბუღაშენში, კოლმეურნეს ოჯახში დაიბადა. მამა ბუღალტერი იყო, ხოლო დედა- განათლებული ქალბატონი გახლდათ, რომელიც ყველანაირად შეეცადა, რომ უმაღლესი განათლება ოთხივე შვილს მიეღო.

დაწყებითი განათლება ნათელა გრიგორიანმა ახალქალაქის რაიონის სოფელ ბუღაშენის რვაწლედ სკოლაში მიიღო, შემდეგ სწავლა ზაქვის საშუალო სკოლაში განაგრძო. უმაღლესი განათლება მიიღო სომხეთში, სადაც ხაჩატურ აბოვიანის სახელობის სომხური სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის მათემატიკის განყოფილეზე ისწავლა.

1972 წლიდან ნათელა გრიგორიანი დერენიკ დემირჩიანის სახელობის ახალქალაქის სომხურ სკოლაში თავიდან პედაგოგად, შემდეგ დირექტორის მოადგილედ, ახლა კი უკვე დირექტორად მუშაობს.

“ყოველთვის მინდოდა ექიმი ვყოფილვიყავი, მაგრამ პედაგოგიკას ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. პედაგოგიკა ბავშვობიდან მიყვარდა”,- ყვება ნათელა გრიგორიანი.

როდესაც საკუთარი ცხოვრების ისტორიას გვიამბობდა, ქალბატონმა ნათელამ განსაკითრებით ის მასწავლებლები მოიხსენია, რომლებმაც მისი პროფესიის არჩევაზე დიდი გავლენა მოახდინეს.

რატომ მათემატიკა- ის ბავშვობიდან სამეცნიერო საგნებით იყო გატაცებული. მას უყვარს საკუთარი პროფესია და ირწმუნება, რომ ვერასდროს ვერ შეცვლის მას, და სხვა პროფესიის არჩევის შესაძლებლობა რომ ჰქონოდა, ისევ პედაგოგიკას აირჩევდა. დღეს საკუთარი ცხოვრება სკოლის, კოლეგების, მოსწავლეებისა და საერთოდ პედაგოგიკის გარეშე ვერ წარმოუდგენია.

“ჩემი ცხოვრება სკოლის გარეშე ვერ წარმომიდგენია. ძალიან მიყვარს სკოლა და ჩემი სამსახური”,- აღნიშნავს №4 საჯარო სკოლის დირექტორი.

1985 წელს საქართველოს განათლების მინისტრის №416 ბრძანების თანახმად ნათელა გრიგორიანს “უფროსი მასწავლებლის” წოდება მიენიჭა. 1988 წელს საქართველოს პრეზიდენტის №838 განკარგულებით “საპატიო ნიშნის” ორდენით დაჯილდოვდა. 1990 წელს კი, საქართველოს განათლების მინისტრის №333 ბრძანებით ქალბატონ ნათელას “მეთოდისტი-მასწავლებლის” წოდება მიენიჭა.

pashton

ის არ ეთანხმება იმ აზრს, რომ თაობა შეიცვალა. მისი აზრით, მუდამ იყვნენ ჭკვიანი და ნიჭიერი, ზარმაცი და ცელქი მოსწავლეები, თუმცა აღნიშნავს, რომ არის რაღაც, რაც ნამდვილად შეიცვალა.

“ადრე განათლებისადმი სიყვარული უფრო მეტი იყო, ვიდრე ახლა”,- ამბობს ნათელა გრიგორიანი.

ქალბატონი ნათელა ადამიანებში მიზანდასახულობას, მომთხოვნელობასა და შრომისმოყვარეობას აფასებს, და ამას არა მხოლოდ მოსწავლეებისა და კოლეგებისაგან მოითხოვს, არამედ თვითონაც, როგორც პიროვნება, რომელიც ამ თვისებების მატარებელია, კარგ მაგალითის სახით ევლინება მათ.

“ყველაფერს, რასაც აქვს დასაწყისი, დასასრულიც აქვს. მუდმივი არაფერია”,- ამ აზრის ციტირებით, ნათელა გრიგორიანმა უპასუხა შეკითხვას იმის შესახებ, თუ წარმოუდგენია საკუთარი ცხოვრება სკოლის გარეშე.

მარტინ ფალანჯიან