ახალქალაქიდან სამი ახალგაზრდა გოგონა: ჯულიეტა სოგოიანი, ნაზიკ ავეტისიანი და დიანა საარიანი ახალქალაქის სხვადასხვა სოფლებში ახალგაზრდებს გენდერული განვითარების მნიშვნელობას აცნობდნენ. მათ 19 თებერვალს პროექტის შედეგები ახალგაზრდებთან შეხვედრისას შეაჯამეს.
ახალგაზრდა გოგონებმა გრანტით Caucasus Environmental NGO Network (CENN) სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამაში მონაწილეობდნენ, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.
2022 წელს CENN-მა ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ახალგაზრდებს შორის (18-დან 30 წლამდე) 6-თვიან სასწავლო პროგრამაში ჩართვის მიზნით კონკურსი გამოაცხადა.
ტრენინგ-პროგრამის მიზანი ადგილობრივ დონეზე სოციალური და ეკონომიკური პრობლემების დაძლევაში ახალგაზრდების მხარდაჭერა იყო. პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა ტრენინგების სერია ისეთ სფეროებში გაიარეს, როგორიცაა პროექტების შემუშავება, დაგეგმვა, რეალიზაცია და სხვა.
მასში ჯულიეტა სოღოიანი, ჰნაზიკ ავეტისიანი და დიანა საარიანიც მონაწილეობდნენ. მათ გენდერული თანასწორობის შესახებ პროექტი დაწერეს და გაიმარჯვეს.
დიანა საარიანის თქმით, მათ პროექტში რეგიონისთვის დამახასიათებელ სტერეოტიპებზეც ისაუბრეს.
„გვინდოდა ტრენინგებითა და სხვადასხვა აქტივობებით ახალგაზრდებისთვის ქალისა და მამაკაცის თანასწორობაზე გვესაუბრა. სოფლებში ახალგაზრდების ჯგუფები შევარჩიეთ და ტრენინგები ჩავატარეთ. მისი მიზანი ადგილობრივი საზოგადოების ცხოვრებაში ინტეგრაცია იყო“, – განმარტა დიანა საარიანმა.
ახალგაზრდა გოგონები სოფლებში კარტიკამში, ბავრაში, ტურცხში, დილისკასა და ოკამში მუშაობდნენ. ახალგაზრდებთან ტრენინგები PITA ორგანიზაციის თანამშრომელმა ლელია რაისიანმა ჩაატარა.
19 თებერვლას პროექტი შეაჯამეს, რომელშიც ქალაქისა და სოფლის ახალგაზრდობა მონაწილეობდა. ამასთან, ახალქალაქის საკრებულოს დეპუტატი სედა მელქუმიანი, სამცხე-ჯავახეთში ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი თეონა ზურაბიშვილი მიიწვიეს. მათ საკუთარ თავსა და თავიანთ სამუშაო სფეროებში გენდერულ დისბალანსზე ისაუბრეს. ამის შემდეგ გენდერის თემაზე კონკურს-თამაში გაიმართა.