უკრაინის ომმა და მისმა შედეგებმა COVID-19-ის პანდემია უკანა პლანზე გადასწია. ამასობაში ახალქალაქში დღეში ინფიცირების ერთი შემთხვევა ფიქსირდება ან ისიც არა.
ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის თქმით, ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ დაფიქსირებული კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა, თუმცა, მისი თქმით, ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს იმით, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი არ აკეთებს PCR ტესტებს და იმის გამო, რომ ახალქალაქის ზოგიერთი სკოლაც დამოუკიდებლად აკეთებს კოვიდ ტესტს.
„მოდიან პედაგოგები, რომლებსაც აქვთ სიმპტომები, მაგრამ არ არის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები, გუშინ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, დღეს არც ერთი შემთხვევა არ არის, იგივე სიტუაციაა ვაქცინაციასთან დაკავშირებით, დღეში1-2 ადამიანი იცრება, მეტი არა. ყოველ პარასკევს ვაკეთებთ ანგარიშს, რომელი სკოლები არიან ონლაინსწავლებაზე კოროვირუსული შემთხვევის გამო. გასულ პარასკევამდე, არც ერთი სკოლა არ არ გადასულა კორონავირუსის გამო ონლაინსწავლებაზე. გვყავდა ერთი ინფიცირებული მასწავლებელი, სოფელ ღადოლარიდან. (ღადო)“ – ამბობს ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, სირანუშ ტონაკანიანი.