ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოში დღეს, დაღუპული სოფლიდან ახალგაზრდების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური საფეხბურთო ტურნირი დაიწყო.

კენჭისყრის თანახმად, ტურნირი სოფელ ბეჟანოსა და ბალხოს გუნდებმა გახსნეს, რომლებიც პირველ მატჩში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. თამაში ბეჯანოს სასარგებლოდ, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

მემორიალური ტურნირი ბეჟანოს ახალგაზრდებმა მოაწყვეს, ყველა ფინანსური ხარჯი კი რუსეთში მცხოვრებმა თანამემამულეებმა გაიღეს.

ტურნირზე ფეხბურთის 50-ზე მეტი გუნდია მიწვეული, რომელთა უმეტესობა უკვე ადგილზეა.

280016301_688269245750658_4591140384484748822_n