ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელში, დღეს, საღამოს, სეტყვა და წვიმა მოვიდა. როგორც სოფლის მცხოვრებლები და ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებენ, სეტყვამ დააზიანა ხეხილი, თუმცა გადარჩა მარცვლეულის, კარტოფილისა და სუნელების მინდვრები.
სოფლებში: კოჩიოში, სირქვაში, ალათუმანში, აგანასა და სხვა მიმდებარე სოფლებში სეტყვა მოვიდა, Jnews–ის ინფორმაციით, სოფლებიდან მარცვლეულისა და კარტოფილის კულტურების ზარალი მინიმალური იყო.
ახალქალაქის მერმა იურა უნანიანმაც დაადასტურა ინფორმაცია. მისი თქმით, ჩამოთვლილი სოფლების მცხოვრებლებს მერისათვის არ მიუმართავთ, თუმცა მერის ინფორმაციით, სეტყვამ ამ სოფლებში დააზიანა ხეხილი. კარტოფილის, სუნელები და სხვა კულტურების მოსავალი არ დაზარალებულა.