დღეს, 17 თებერვალს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. საერთო ჯამში, კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 4661 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის, 327 ახალქალაქში და 151 ნინოწმინდაში.

როგორც სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, გიორგი მიქელაძემ JNEWS-ს განუცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

მუნიციპალიტეტების მიხედვით გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა:

0– ახალციხეში
1 – ადიგენში
0 – ახალქალაქში
4 – ბორჯომში
0 – ნინოწმინდაზე
0 – ასპინძაში.

საერთო ჯამში, რეგიონში 138 ადამიანია იზოლირებული:

ახალციხე – 26
ახალქალაქი – 13
ბორჯომი – 76
ნინოწმინდა –0
ასპინძა – 10
ადიგენი – 13

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში 8 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირდა.

დღეის მდგომარეობით კარანტინში და კოვიდ სასტუმროებში არავინ იმყოფება, ხოლო კოვიდ კლინიკაში 31 პაციენტი რჩება.

საერთო ჯამში, რეგიონში 4 595 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 46 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლენილია 10 კონტაქტი ინფიცირებულთან, მიმდინარეობს კვლევა. ამ დროისთვის 97 ნიმუშის პასუხს ელოდებიან