საიდან იღებს ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა და რომელ მედიასაშუალებას ენდობიან, კვლევა არასამთავრობო ორგანიზაცია PIN-ის (People in need) მიერ “The importance of news in Samtskhe-Javakheti”-ს (სამცხე-ჯავახეთში ინფორმაციის აუცილებლობა) ფარგლებში ჩატარდა.
ბოლო 10 წლის განმავლობაში, ბევრი რამ შეიცვალა ინფორმაციის გადაცემის სფეროში, თანდათანობით ინტერნეტი მტკიცედ დამკვიდრდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლების ცხოვრებაში, რამაც მოსახლეობის ცხოვრებაში ნათესავებთან კავშირი, თამაშები და სოციალური ქსელი შეიატანა. ბევრი ტრადიციული მედია გადავიდა ინტერნეტ ფორმატებზე. იმავდროულად, იყო დეზინფორმაციის საფრთხე და პროპაგანდის გავრცელება. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 4-სოფელში გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 30 -მა ადამიანმა. კიდევ 7-მა ადამიანმა უარი თქვა კითხვებზე პასუხის გაცემაზე ხმის ჩამწერის გამოყენებისას. 15 – მა საერთოდ უარი თქვა კითხვებზე პასუხის გაცემაზე. გამოკითხულთა უმეტესობა სტუდენტი და მოსწავლეა.
გამოკითხვა ჩატარდა ახლომდებარე 4-სოფელში: ხულგუმოში, კარტიკამში, კულიკამში, ბავრასა და ქალაქ ახალქალაქში. 20 ქალმა და 10 მამაკაცმა უპასუხა ახალგაზრდა მოხალისეთა შეკითხვებს პროგრამა “სამცხე-ჯავახეთში ინფორმაციის აუცილებლობის” ფარგლებში. გამოიკითხა 17-66 წლის ასაკის მოქალაქეები.
გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტები ძირითადად იღებენ ინფორმაციას სოციალური ქსელებიდან – 30 ადამიანი. მათგან 27 ინფორმაციას იღებს ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრის სოციალური ქსელებიდან – Jnews.ge. 2 ადამიანი – სომხური ტელეარხებიდან. გამოკითხულთაგან 1 იღებს ინფორმაციას გაზეთებიდან.
“ინფორმაციისთვის ვიყენებ სხვადასხვა წყაროს, როდესაც არის გაზეთები – იქიდან, ახლა კი ინტერნეტიდან, უფრო ხშირად სხვა ადამიანებისგან და კიდევ ცოტას ტელევიზორიდან. დეზინფორმაცია არის არასწორად ჩამოყალიბებული ინფორმაცია პოლიტიკურ თვალსაზრისზე, ადამიანების აზროვნებაზე გავლენის მოხდენის მიზნით. მე არ ვარ დეზინფორმაციის მსხვერპლი, რადგან, რამდენჯერმე ვამოწმებ ახალ ამბებს. ვინაიდან მჯერა, რომ შეუძლებელია ინფორმაციის გავრცელება, თუ დარწმუნებული არ ვარ. ბუნებით არ ვარ გულუბრყვილო ადამიანი, თუმცა ბევრი ჩემი ნაცნობი დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ მოექცა”, – ამბობს ჟურნალისტი, ლეო ეპრიკიანი.
ყველა გამოკითხული დარწმუნებულია, რომ ისინი ამოწმებენ ინფორმაციას. აქედან 27 ადამიანი დარწმუნებულია, რომ მათ იციან რა არის დეზინფორმაცია და 3 -მა არ იცის. გამოკითხულთაგან 28 ადამიანი თვლის, რომ ისინი დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ მოექცნენ, 2 – არა. პოპულარობით სარგებლობს სოციალური ქსელები, კერძოდ ფეისბუქი და ახალგაზრდებს შორის ინსტაგრამი.
“ძირითადად ვიყენებ სოციალურ ქსელს, ვიღებ სიახლეებს ფეისბუქიდან, ინსტაგრამიდან და სხვადასხვა გვერდებიდან. ყოველთვის არა, მაგრამ ხანდახან ვამოწმებ. რაც შეეხება დეზინფორმაციას, ეს არის იგივე ინფორმაცია, რასაც ხალხი სხვა რამეს ამატებს და რამდენად მოსახერხებელია რომ გაავრცელონ. ხდებოდა ისე, რომ მე თვითონ ვექცეოდი მისი გავლენის ქვეშ”, – ამბობს ერთ -ერთი რესპონდენტი.
ახალქალაქის ბევრი მცხოვრები, განსაკუთრებით უფროსი თაობა, კვლავ არ იყენებს სენსორულ ტელეფონებს, ამიტომ ინფორმაციას ტელევიზოეიდან იღებენ.
“რადგან არაფერი მესმის ტელეფონის და არ მაქვს დრო ტელევიზორისთვის, ყველაფერი მესმის ჩემი ქმრისგან, ან მეზობლისგან. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რა არის დეზინფორმაცია”, – ამბობს მეორე რესპონდენტი.
ბევრი, ვისაც აინტერესებს ინფორმაცია იაზე, თუ რა ხდება ჯავახეთში, იყენებს ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრის პორტალს – Jnews.ge -ს.
“ძირითადად ვადევნებ თვალს იმას, რასაც Jnews-ი წერს, რადგან მაინტერესებს რა ხდება ჯავახეთში. დანარჩენს ინტერნეტით ან ტელევიზორუდან ვიგებ. რამდენადაც ვიცი, დეზინფორმაცია მცდარი ინფორმაციაა”, – ამბობს 28 წლის მარინკა.
30 ადამიანიდან 28 დაინტერესებულია ადგილობრივი ინფორმაციით და ამიტომ ადგილობრივ მედიას კითხულობს. სხვა მედიებს შორის, ძირითადად რესპონდენტები უპირატესობას სომხურ არხებს ანიჭებენ.
“ძირითადად ტელევიზიიდან, ვკითხულობ ტელეფონით. ერთსა და იმავე ინფორმაციას ვუყურებ როგორც სომხურ, ისე რუსულ არხებზე, ვამოწმებ ვინ იტყუება, თუმცა ჩვენ პატარა ადამიანები ვართ, ეს არის ის, რაც გვჭირდება”, – ამბობს ერთ -ერთი რესპონდენტი.
ინტეგრაცია და სახელმწიფო ენის ცოდნა ჯავახეთის მოსახლეობის პრობლემაა. აქედან გამომდინარე, არსებული ინფორმაცია ხელს უწყობს რეგიონის სომხების ქართულ საზოგადოებაში ჩართვის პროცესს.
მასალა გამოქვეყნდა პროექტის – ” The importance of news in Samtskhe-Javakheti”, ფარგლებში, რომელსაც საქართველოში ახორციელებს ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია People in Need-ი. პროექტი დაფინანსებულია პროგრამა TRANSITION-ის ფარგლებში ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და USAID– ის ფინანსური მხარდაჭერით. კვლევის ავტორია ახალგაზრდული ინიციატივის აქტივისტი ლინდა ტოპალიანი.